დაცული ტერიტორიების ქსელი საქართველოში
საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი იზრდება.
დაცული ბუნებრივი ლანდშაფტის ახალი არეალების შექმნის მიზნით დაწყებული სამუშაოები დასრულებულია და ქვეყანას უახლოეს მომავალში 200 ათასი ჰექტარის დაცული ტერიტორია შეემატება. სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული ბიომრავალფეროვნების შესწავლის შედეგად დამუშავებული მონაცემები უახლოეს მომავალში პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს, რომელიც ტერიტორიებს ახალ სტატუსს მიანიჭებს. საფეხმავლო და სალაშქრო ბილიკები, ეკო ტურიზმი და ტურისტული კოტეჯები, ყველა ახალ არეალზე ტურისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განთავსებაა დაგეგმილი. მოლოდინი, რომ პროცესი ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ხელს შეუწყობს. საქართველოს ბიომრავალფეროვნების მიმართ უცხოელი ვიზიტორების გაზრდილი ინტერესის გათვალსიწინებით, ქვეყნის უნიკალური ბუნების მოვლა-პატრონობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია.