დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა. ბოლო 8 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ ტერიტორიებს – ეს არის მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი და თბილისის ეროვნული პარკი.

ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 27%-ით მეტი შეადგინა. ბოლო წლებში ტერიტორიების განვითარებისთვის 20 მილიონი ლარია დახარჯული.