დაჭრის ფაქტი ქობულეთში

35 წლის მამაკაცი დაჭრეს გვიან ღამით ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე. შემთხვევა დაახლოებით ორ საათზე მოხდა. მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და დაჭრილი კლინიკიდან უკვე გაწერეს. კონფლიქტის მიზეზებზე ოჯახის წევრები არ საუბრობენ. დაჭრილი ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა ხაბაზის ძმაა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.