დაჭრის ფაქტი კახეთში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსა.

მედიკოსების თქმით, დაჭრილებს დაზიანებები გულმკერდისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. მათი შეფასებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სამართალდამცველებმა საქმე უკვე გახსნეს – მამაკაცი, რომელმაც სამი პირი დაჭრა, დაკავებულია. ის ერთ-ერთ ფერმაში აიყვანეს. ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია დანაშაულის იარაღი – დანა. დანაშაული 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.