დაჭრის ფაქტი ფოთში

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სენაკში, კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.