დაჭრილი ტურისტის მდგომარეობა

ხეთაგუროვის ქუჩაზე ცივი იარაღით დაჭრილი პოლონელი ტურისტი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოინახულა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, მოხდა სამწუხარო ფაქტი და ძალადობის ნებისმიერი მსგავსი ფაქტი აზიანებს ქვეყნის ტურისტულ იმიჯს. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.