დაჭრილი სამხედროების დაჯილდოების ცერემონია
თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. მან სამხედროებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, მხარდაჭერა აღუთქვა და 2026-ს წელს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში წარმატებული ასპარეზობისთვის, მინისტრის სახელით, მაჯის საათები გადასცა.
დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ აქტივობებში რეგულარულად არიან ჩართულნი, რაც მათ მოტივაციას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და სოციალურ რეინტეგრაციას უწყობს ხელს. მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 32-მა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში. დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.