ამ დრომდე მძიმეა საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი 24 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. ვითარება ფასდება როგორც კრიტიკული, თუმცა, ექიმის განცხადებით, დღეს დაჭრილის სასიცოცხლო პარამეტრები შედარებით დასტაბილურდა. ის კიდევ ორ პაციენტთან ერთად, რომლებსაც ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ, „ჯეოჰოსპიტლის“ საგარეჯოს ფილიალში რჩებიან.