დაჭრილები თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში

თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩებიან სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცველები. ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის სამი სპეცრაზმელი. მათ მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ. სამივეს ჭრილობა ქვედა კიდურებში აქვს მიყენებული. ქირურგიული ჩარევა მათგან მხოლოდ ერთს დასჭირდა. პაციენტები მკურნალობას უკვე პალატაში აგრძელებენ.