დაჭრილები რეფერალურ ჰოსპიტალში

სუსის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული სპეც-ოპერაციის შედეგად დაჭრილია ოთხი სამართალდამცველი. მათ შორის ორი სუსის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. გაბრიელ სალოსის გამზირიდან დაჭრილები სასწრაფო დახმარების მანქანებით  რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დაზარალებულების მოსანახულებლად ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში პრემიერი მივიდა.

ლიკა ალელიშვილი იმყოფებოდა რეფერალურ ჰოსპიტალში.

დატოვე კომენტარი