დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდის წარმატება

13:15, 24.03.2025

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი აშშ-დან 34 მედლით დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა 18 ოქროს, 11 ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გამარჯვებულებს აეროპორტში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები სპორტის ინდივიდუალურ და გუნდურ ისეთ სახეობებში ასპარეზობდნენ, როგორიცაა მშვილდოსნობა, ველორბოლა, ნიჩბოსნობა, მძლეოსნობა – ბირთვისა და ბადროს სროლა, ძალოსნობა, ცურვა, სირბილი, სროლა შაშხანითა და პისტოლეტით, მჯდომარე კალათბურთი და მჯდომარე ფრენბურთი.

მსგავსი