დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა კვირეული 

თავდაცვის ძალებში დაჭრილ-დაშავებულთა კვირეული მიმდინარეობს. სპორტული შეჯიბრებები გაიმართა: ვაზიანში –  მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, ხოლო, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში – ცურვასა და შაშხანით სროლაში. გამარჯვებული გუნდების წევრებს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადასცეს.

უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა ვიცე-პოლკოვნიკი გრიგოლ მინაგორაშვილი. კვირეული დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატვას ისახავს მიზნად.