წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების ცენტრში დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეული დასრულდა. აღნიშნული დატვირთული იყო სპორტული და კულტურული ღონისძიებებით. შეჯიბრებები გაიმართა პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში: პარაკალათბურთში, პარაფრენბურთში, მძლეოსნობაში, მშვილდის სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში, ასევე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. ესწრებოდნენ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები.
კვირეული მიზნად ისახავს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატვას, მათი დამსახურების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.