„დაბრუნებული საუნჯე“
„დაბრუნებული საუნჯე“- ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ხელოვნების სასახლეში გაიხსნა. ექსპოზიციაზე ევროპისა და საქართველოს კერძო კოლექციებიდან და გალერეებიდან შესყიდული ისტორიული ექსპონატებია წარმოდგენილი. საქართველოში დაბრუნებული საუნჯე კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და ხელოვნების სასახლის დირექტორთან, გიორგი კალანდიასთან ერთად დაათვალიერა.
1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში საქართველოდან გატანილი და უცხოეთში გაყიდული, ასევე, საბჭოთა ეპოქაში გასხვისებული ნამუშევრები მუზეუმს 2025 წელს დაუბრუნდა.