„დაბრუნება“ – ასე ჰქვია ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის სოლო კონცერტს, რომელიც ნიუ-იორკში მოქმედმა ქართული კულტურის ცენტრმა „ფესვებმა“ დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა. ღონისძიება კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონცერტს ამერიკის ელჩიც დაესწრო.
ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“ აშშ-ში 2000 წელს, ქართველი ემიგრანტების, შორენა ბარბაქაძისა და ვანო გოდერძიშვილის მიერ დაფუძნდა და წლებია, ამერიკელ მაყურებელს ქართულ ხელოვნებას აცნობს.