დაბრუნება ავღანეთიდან  

ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი როტაცია დასრულდა. მეორე ქვეითი ბრიგადის ასეული გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მისიას მაზარი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა. ქვედანაყოფი როტაციის წესით აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა. პანდემიის გათვალისწინებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ქვედანაყოფებს ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან.