დაბომბილი უკრაინული ქალაქები და მოლაპარაკებები სტამბოლში

21:38, 19.11.2025

რუსეთის ინტენსიური შეტევები უკრაინაზე.

ქალაქ ტერნოპოლში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. მასირებული იერიშების შემდეგ ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ. საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპნენ და დაშავდნენ ბავშვებიც. შეტევები გამთენიისას რაკეტებით და დრონებით დაიწყო. დაიბომბა დასავლეთით მდებარე რამდენიმე ქალაქი და ოლქი. იერიშების სამიზნე გახდა ხარკოვიც, სადაც რამდენიმე აფეთქება მოხდა. გაძლიერებული თავდასხმების ფონზე დღის წესრიგში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების საკითხი აქტიურდება. უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში იმყოფება. უშედეგოდ დასრულებული სამი მოლაპარაკების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთის დიპლომატიის იმედი აქვს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ვაშინგტონი ომის დასრულების საკუთარ, რამდენიმე პუნქტიან გეგმას ამუშავებს.

მსგავსი