დაბინძურებული ჰაერი რუსთავში 

21:10, 07.12.2025

ჰაერის მტვრითა და სხვადასხვა საწარმოო ნარჩენებით დაბინძურება რუსთავში წლებია ბოლომდე გადაუჭრელი პრობლემაა.

ქალაქი როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მრეწველობის ყველაზე მნიშვნელოვანი კერაა საქართველოში და მისი ძირითადი ეკონომიკური სექტორი გადამამუშავებელი მრეწველობაა. საწარმოებს ეკონაკვალევის შემცირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას შესაბამისი კანონმდებლობა ავალდებულებთ, თუმცა როგორც ჩანს, ყველა საწარმო ამ პირობას კეთილსინდისიერად არ ასრულებს. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ქალაქის ინდუსტრიული და საცხოვრებელი ზონები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა და სწორედ ამ გარემოებას უკავშირებს მოსახლეობის ნაწილი ჯანმრთელობის პრობლემებს. ადგილობრივი ხელისუფლება ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს, რაც ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ეკოლოგიურად სუფთა მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფას გულისხმობს, მიმდინარეობს ენერგოეფექტური პროექტები და სულ ახლახანს ჭალის ტყის აღდგენის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.

რუსუდან ლოლაძისა  და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი.

მსგავსი