დაავადების გადამტანი მწერების საფრთხე – სპეციალისტების გაფრთხილება 

21:45, 15.07.2026

ზაფხულის სეზონის თანმდევი პრობლემა – ექიმები მოსახლეობას ტკიპებისგან თავდაცვის საშუალებებზე აფრთხილებენ და ბავშვების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

პარაზიტები ძირითადად ივლისის პერიოდიდან აქტიურდებიან და სექტემბრის ბოლომდე მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიან. მისი ნაკბენის დროს გარკვეული პროცედურების და კვლევების ჩატარებაა საჭირო – საფრთხე მაშინ ჩნდება, როცა ტკიპა ადამიანის კანის ქვეშ 48 საათის განმავლობაში და მეტხანს რჩება და მისი მოცილება პირველ ორ საათში არ ხდება. ასეთ დროს გარკვეული ანალიზების აღება და ნაკბენით გამოწვეული გართულებების საპრევენციოდ მედიკამენტების მიღებაა საჭირო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს თბილისსა და რეგიონებში ტკიპების აქტიური გავრცელება ფიქსირდება, გამოვლენილია პარაზიტების კბენის და ინტოქსიკაციის არაერთი შემთხვევა.

მსგავსი