დაავადების გადამტანი მწერები – ექიმების რეკომენდაცია
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პრობლემა.
ინფექციების გადამტან მწერებთან ბრძოლა გამოწვევად რჩება. მწერების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევების გახშირების ფონზე ექიმები განსაკუთრებულ აქცენტს ტკიპებზე აკეთებენ, რომლებიც საშიში პარაზიტული დაავადებების გამომწვევები არიან. სპეციალისტები მოსახლეობას ფუტკრებისა და კოღოებისგან მომდინარე საფრთხეებზეც აფრთხილებენ და გართულებების ასაცილებლად თავის დაცვის საშუალებებსა და პრევენციულ ზომებს ახსენებენ. რეკომენდაციების მთავარი ადრესატები ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი მოქალაქეები და მცირეწლოვნები არიან.