დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად დაიცვან. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდება ნაწლავური ინფექციები, რომელიც ხშირად გართულებებს თირკმელშიც იწვევს.

პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე ნაწლავური ჩხირების ინფექცია 45 ადამიანს დაუფიქსირდა. მისივე განმარტებით, აუცილებელია ხილისა და ბოსტნეული საკვების გამდინარე წყალში გარეცხვა.