დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადება

მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1 იგივე ე.წ. ღორის გრიპია,- ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პაატა იმნაძის თქმით, გრიპის ვირუსებით დაავადებულთა რიცხვი გაზრდილია, თუმცა ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ და ურჩევენ ხშირად დაიბანონ ხელი. მათ კი ვინც თავს ვირუსის გამო შეუძლოდ გრძნობს, ინფექციის კიდევ უფრო გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მოუწოდებენ, სრულ გამოჯანმრთელებამდე სახლში დარჩნენ.