დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადება

15:13, 22.09.2026

ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია „ნოროვირუსით“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ. როგორც ცენტრში განაცხადეს, ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც აღენიშნათ ეს ვირუსი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში უკვე გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები. დაავადებათა კონტროლის ცენტრი „ნოროვირუსის“ მკურნალობის პროცესში რეკომენდაციებს გასცემს: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა – მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით“,- აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

მსგავსი