დაავადებათა კონტროლი

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული დაიწყო.

პროექტის სლოგანია – „დრო არ ითმენს – ანტიბიოტიკების ერა შეიძლება დასრულდეს“. კვირეული მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას და ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ანტიბიოტიკები ვირუსზე არ მოქმედებს და მისი არამიზნობრივად გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ მიიიღონ ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე.

კვირეული 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.