„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – პროტესტი ფილმის პრემიერის წინ

21:24, 05.11.2019

თბილისსა და ბათუმში დაგეგმილი კინო-პრემიერა ვნებათაღელვის მიზეზი ხდება.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, „ქართული მარშის“ ლიდერები და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი „ლგბტ პლიუს თემზე“ გადაღებული ფილმის საპრემიერო ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან. კინო-თეატრების შესასვლელების ბლოკირება, პოლიციის კორდონის გაწევა, შენობაში შესვლა და ფილმის გათიშვა, – ასეთია პრემიერის მოწინააღმდეგეთა მიერ დაანონსებული გეგმა. საპასუხოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს და რისკების თავიდან ასაცილებლად ფილმის ჩვენების დროს კინო-თეატრებთან პოლიციელების განსაკუთრებულ მობილიზებას სთხოვს. საუბარია კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენებ ფილმზე სახელწოდებით „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელიც ქართული წარმოშობის შვედმა რეჟისორმა გადაიღო.

ფილმი „ოსკარზეა“ წარდგენილი.

მსგავსი