„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ფილმის პრემიერა და პროტესტი

რეზონანსული კინო-პრემიერის შემდეგ ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის და შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ ახალი პრეტენზია ჩნდება.

ერთ-ერთ ეპიზოდში გადაღებული ორი არასრულწლოვნის ოჯახი ამტკიცებს, რომ ფილმის შინაარსზე სხვა ინფორმაცია მიაწოდეს და მათი შვილების გადაღებაზე მოტყუებით დაითანხმეს. არ არის გამორიცხული, რომ დავამ სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლოს. მშობლების პრეტენზიებს იზიარებენ და რეჟისორის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ ის ჯგუფებიც, რომლებიც ფილმის კინო-თეატრებში ჩვენებას აქციებით აპროტესტებდნენ.