„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - დაგეგმილი აქციები

საქართველოს კინოთეატრებში ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო.

ფილმის ჩვენებას ეკლესია 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებთან აკავშირებს და მიუღებლად მიიჩნევს. რვა ნოემბრისთვის თბილისსა და ბათუმში დაგეგმილი პრემიერებისთვის სრულ მზადყოფნას აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი ზომების გატარებას გეგმავს.

ხათუნა გაგნიძე მუშაობს თემაზე.