ცვლილებების პაკეტი „მაუწყებლობის შესახებ კანონში“

15:23, 28.02.2025

მწვავე პოლიტიკური შეფასებების თემაა „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული მედიასთან დაკავშირებული ორი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვასაც საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში დაიწყებს.

მმართველი გუნდის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი“ ბრიტანული „ბიბისის“ სტანდარტის ანალოგი იქნება და მედიაგარემოში დემოკრატიულ სტანდარტებს უზრუნველყოფს და დეზინფორმაციას მაქსიმალურად შეზღუდავს. კანონპროექტს ეწინააღმდეგება და მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ის, რაც ბრიტანეთში წარმატებით მუშაობს, საქართველოში მედიაცენზურას შეუწყობს ხელს და ინიციატივა თავისუფალი მედიასაშუალებების ჩახშობას ემსახურება.

მსგავსი