ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყველა კატეგორიის ღვინო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაექვემდებარება. კერძოდ, იგეგმება ალკოჰოლიან სასმელზე ნიშანდების შემოღება და შემოწმების გაფართოება. სავარაუდო ღირებულება ერთ ბოთლზე 10 თეთრი იქნება. ეს მოთხოვნა არ გავრცელდება იმ მცირე ზომის მარნებზე, რომლებიც წელიწადში 25 000 ლიტრზე ნაკლებ ღვინოს აწარმოებენ. კანონპროექტი დღეს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ინიციატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა.