ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. განხილვა კამათის ფონზე წარიმართა. ინიციატივის მიხედვით, ზუსტდება გარდამავალი დებულება, რომლის თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც. საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.