ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს – „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, სტუდენტები, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩაირიცხნენ და გრანტი მოიპოვეს, მის შენარჩუნებას და სურვილის შემთხვევაში გაუმჯობესებასაც შეძლებენ. ცვლილებების აუცილებლობა მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც გადაწყდა, რომ 2025 წლის 17 დეკემბრიდან, საგრანტო დაფინანსება გაუქმდა და საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სწავლის სრულად სახელმწიფო დაფინანსების მოდელით ჩანაცვლდა. მეორე მოსმენის დროს, დღეს დაზუსტდა, რომ უკვე მოპოვებული გრანტი სტუდენტებს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით შეუნარჩუნდებათ. დეპუტატების განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, განათლების სამინისტრომ აღნიშნული ვადების გადახედვა და შეცვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილება და მისი საბოლოო დამტკიცება დღესვე იგეგმება.