ფერმერები მხარდამჭერი პროგრამით სარგებლობას წელსაც შეძლებენ, თუმცა დახმარების მისაღებად ხელახალი რეგისტრაცია აუცილებელი წინაპირობაა. ამის შემდეგ მეთხილეები ერთ ჰექტარზე ხუთას ლარიან დახმარებას მიიღებენ. ქულების სახით დარიცხული ფინანსური რესურსის ათვისება ფერმერმა მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე უნდა მოახერხოს, წინააღმდეგ შემთვევაში აუთვისებელი ქულები ანულირდება. თხილის წარმოების ხელშემწყობ პროგრამას მთელი ქვეყნის მასშტაბით 95 ათასამდე მოსარგებლე ჰყავს.