ცვლილებები ტექინსპექტირების პირობებში

მანქანის ტექნიკური დათვალიერების ახლადამოქმედებულ რეგულაციებში ცვლილები შედის.
ხვალიდან მძღოლები სავალდებულო შემოწმებას შეცვლილი პირობებით გაივლიან. საქარე მინაზე აღმოჩენილი ან სხვა ტიპის მცირე ზომის დაზიანებები დარღვევად აღარ ჩაითვლება, თუმცა მკაცრდება მონიტორინგი მავნე გამონაბოლქვზე.
ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში დანერგილმა მეთოდმა მძღოლების მხრიდან მანიპულაციების რისკი მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს. სიახლეა ტაქსების მძღოლებისთვისაც, რომლებსაც სხვა ავტომობილებისგან გასხვავებით, სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების გავლა წელიწადში ორჯერ მოუწევთ.