ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონში
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი დღეს პლენარულ სესიაზე იმსჯელებს. საკითხს საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განიხილავენ და სავარაუდოდ, დღესვე მიიღებენ. მთავარი ცვლილება შეეხება ცილისწამების ნაწილს, რომლის მიხედვითაც მტკიცების ტვირთი გადადის იმ ადამიანზე, რომელმაც მეორე ადამიანს ცილი დასწამა. შესაბამისად, ახალი რეგულაციით, საკუთარი სიტყვების დასაბუთება ცილისმწამებელს მოუწევს. მმართველ გუნდის აზრით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები საზოგადოებაში მეტ პასუხისმგებლობას გააჩენს.