ცვლილებები შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში

15:12, 23.02.2026

ჯანდაცვის მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონიერად დასაქმებისთვის, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება. ამ ნებართვებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს.

პროცესი სრულად ელექტრონულია და სარეგისტრაციო პორტალი 1-ლი მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი – ნებართვის მიღება ფასიანია. შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა ერთი წლის ვადით.

მსგავსი