ცვლილებები შრომის კოდექსში

ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესი შესაძლოა გადაიხედოს.

ამ წინადადებით პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი გამოდის, რომელიც შრომის კოდექსში რამდენიმე ცვლილებას ითხოვს. დეპუტატის კანონ-პროექტში წერია, რომ დასაქმებულს შესვენების უფლება უნდა ჰქონდეს, უნდა გახანგრძლივდეს ცვლებს შორის დასვენების პერიოდი, ასევე საკანონმდებლო დონეზე მკაცრად უნდა განისაზღვროს ის პირობები, როცა დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებული ზეგანაკვეთურად ამუშაოს.

აპირებს თუ არა პარლამენტი შეთავაზებული ცვლილებების განხილვას, – თემაზე მარიამ სეთურიძე მუშაობდა.