ცვლილებები შეწყალების წესში და შეფასებები

შეწყალების წესში პრეზიდენტის მიერ ცვლილებების განხორციელებაზე შეკითხვები აქვს სახალხო დამცველს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, ინიციატივა საფრთხის შემცველია. ომბუდსმენის თქმით, ის მიესალმება ნარკოდანაშაულზე შეწყალების გამარტივებას, თუმცა, კორუფციისა და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებზე კომისიამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

ანალოგიური პოზიცია აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. შეწყალების წესის შეცვლაზე პრეზიდენტმა შეწყალების კომისიას მისცა საშუალება, რომ ვადის კრიტერიუმების გარეშე განიხილოს ნარკოტიკული დანაშაულის საქმეები.

სიახლე არ ეხება ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებას და დიდი რაოდენობის ნარკოტიკის შენახვას ან გადაზიდვას.