ცვლილებები შეწყალების კომისიაში

კომისია ზვიად ქორიძემ, ეკა გიგაურმა და კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვეს.

ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადებით უკვე მიმართა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა განცხადება ეკა გიგაურმა.

კომისიის წევრების წასვლას ადასტურებს პრეზიდენტის ადმინიტრაცია და აცხადებს, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებაზე.

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომისიას ნათელა მაჭავარიანმა უნდა უხელმძღვანელოს, თავად საკრებულოს ყოფილი წევრი უარყოფს.