ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში

ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. ინიციატივის მიხედვით, ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა დასჯადი იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში დგინდება, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილზე იმართება. ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით გადაკეტვაც. პროექტის თანახმად, თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის და დროის შესახებ მითითება მისცეს. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა პასუხისმგებლობას გამოიწვევს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. საკანონმდებლო წინადადებებს დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.