ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში 

ორი თვის წინ ხმაურის და კრიტიკის ფონზე მიღებულ კანონში კიდევ ერთი ცვლილება იგეგმება.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონმდებლობაში მაისში შესული ცვლილებით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ცალკეული შეზღუდვების დაწესება 15 ივლისამდე შეუძლია. თუმცა, ვადა შესაძლოა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს, რასაც კანონპროექტის ავტორები არაპროგნოზირებადი ეპიდემიოლოგიური ვითარებით და შესაძლო მეორე ტალღით ხსნიან.

მოსალოდნელ ცვლილებას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს.