ცვლილებები საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში

თურქეთში მოვაჭრე მოქალაქეებს ახალი რეგულაციის დაცვა მოუწევთ.

2018 წლის პირველი იანვრიდან ოფიციალურმა ანკარამ თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნის წესები გაამკაცრა. ცვლილება ყველა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოსაც ეხება. კერძოდ: უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს თურქეთში გატარებული თუნდაც რამდენიმე წუთი ერთ კალენდარულ დღედ ჩაეთვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ 90 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ისინი ქვეყანაში მომდევნო 90 დღე ვეღარ შევლენ.

გამკაცრებულმა წესებმა განსაკუთრებული უკმაყოფილება აჭარაში მცხოვრებ იმ ადამიანებს შორის გამოიწვია, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში სავაჭროდ თითქმის ყოველდღე, თუმცა, რამდენიმე საათით გადადიან.

მარიამ მენაბდე არკვევდა, რას უკავშირდება თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება.