საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შედის.
სავარაუდოდ, თებერვლიდან ძალაში შევა სიახლე, რომლის მიხედვით მოქალაქეს დამატებითი სერვისის მისაღებად პროგრამის მთლიანად დატოვება აღარ მოუწევს. თუ პაციენტს უფრო ძვირადღირებული სახარჯი მასალის შეძენა, ან ექიმის თუ პალატის არჩევა სურს, მას საშუალება ექნება, რომ მითითებული სერვისების ხარჯები თავად დაფაროს, ძირითად სამედიცინო მომსახურებას კი მას კვლავ სახელმწიფო აუნაზღაურებს. ცვლილებების შედეგად გათვალისწინებულია დამატებით სერვისებზე ლიმიტი დაწესებაც. სიახლით კმაყოფილები არიან კლინიკები, რომლებიც ფინანსური სარგებლის გარდა სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდასაც ელოდებიან.