ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - პირველი სამუშაო დღე

საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, პირველი სამუშაო დღე ქონდათ ახალ თანამდებობებზე დანიშნულ მინისტრებს. უწყებებში მათ ყოფილმა მინისტრებმა უმასპინძლეს და წარმატება უსურვეს. განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელმა ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი გიორგი მღებრიშვილის ნაცვლად გიორგი გახარიამ დაიკავა. ფინანსთა სამინისტროს კი, ეკონომიკის სამინისტროში დაბრუნებული დიმიტრი ქუმსიშვილის ნაცვლად, საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს.