ცვლილებები საპატენტო კანონში

უცხოელ განმცხადებლებს საქართველოში საპატენტო დაცვის მოპოვება უმარტივდებათ. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, ევროპული საპატენტო განაცხადის წარდგენა და მისი საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნა საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღების უფრო სწრაფი და იაფი გზა იქნება. კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. როგორც საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, კანონპროექტის მიზანი ევროკავშირის ქვეყნებში არსებული დაცვის ხარისხის შესაბამისად, სამრეწველო საკუთრებისა და საპატენტო უფლებების დაცვა და ამით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების განხორციელების ხელშეწყობაა.