ცვლილებები „სახელმწიფო დაცვის შესახებ კანონში“

პოლიტიკური უთანხმოების მიზეზი ხდება პარლამენტში მთავრობის მიერ გაგზავნილი კანონპროექტიც.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს პირველად ეხმაურება დაანონსებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვით პრეზიდენტს და პრემიერს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე შესაძლოა აღარ ჰყავდეს. ამ პრივილეგიით ხელისუფლების პირველი პირები თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ მხოლოდ ერთი წლის ვადით ისარგებლებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასება ცალსახად ნეგატიურია, გასხვავებით მმართველი გუნდისგან, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ეთანხმება და პოზიციას საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის არგუმენტით ამყარებს.

კანონპროექტის გარშემო აზრი გაიყო ოპოზიციაშიც. ცვლილებების მოწინააღმდეგეებს განსაკუთრებით პროექტის ის ჩანაწერი არ მოსწონთ, რომელიც გამონაკლის შემთხვევებს ითვალისწინებს.