ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

საგადასახადო რეფორმის ფარგლებში მომზადებულ პროექტს ფინანსთა სამინისტრო კიდევ ექვს ახალ ინიციატივას უმატებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, სსიპ-ები , აიპ-ები და საქველმოქმედო ორგანიზაციები 2019 წლიდან დაბეგვრის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადავლენ.

კიდევ ერთი ინიციატივის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში საჰაერო ხომალდებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება.

საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმა 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება. ასევე, აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისთვის იმპორტირებული ავტომობილები.

კიდევ ერთი სიახლე ავტომანქანების რეექსპორტის საკითხს შეეხება.