ცვლილებები საგადასახადო კოდექსში 

15:02, 30.09.2026

ფიზიკურ პირს ქონების გადასახადის გადახდა მხოლოდ ასი ათასი ლარიდან შემოსავლის შემთხვევაში მოუწევს. ცვლილება „საგადასახადო კოდექსში“ მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა.
91 კანონმდებელი იყო მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი. კანონპროექტით გაუქმდა მოქმედი 40 000-ლარიანი ზღვარი და ის 100 ათასი ლარი გახდა.

აღნიშნული ცვლილება ვრცელდება ქონების იმ გადასახადზე, რომლის დეკლარირება მოქალაქეებს „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ შესაბამისად უწევდათ. ცვლილება 81 ათას ოჯახს შეეხება. საკანონმდებლო ცვლილებები პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

მსგავსი