ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

12:07, 29.09.2026

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ დღეს პირველი მოსმენით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, უძრავ-მოძრავ ქონებაზე დაწესებული ყოველწლიური გადასახადი გაუქმდება იმ მოქალაქეებისთვის, ვისი შემოსავალიც 40 ათასი ლარი და მეტია. გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები გადაიხდიან. პროექტი ასევე ითვალისწინებს აღნიშნული ცვლილების გავრცელებას იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირება, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ შესაბამისად, 2026 წელს უნდა განხორციელდეს. კანონში შესატან ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.

მსგავსი