გაძვირდება თუ არა თამბაქო – შეკითხვა საგადასახადო კოდექსში ინიცირებულმა ცვლილებებმა გააჩინა.
აქციზის გადასახადი იზრდება, რის მიზეზადაც მმართველი პარტიის დეპუტატები საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ასახელებენ. კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივ მწარმოებლებზე გასხვავებული რეგულაციები გავრცელდება, რაც გარკვეულ შეღავათებს გულისხმობს. შესაბამისად, ადგილობრივი ნაწარმის გაიაფებასაც არ გამორიცხავენ. რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას, მისი ფასის მატება მოსალოდნელია, თუმცა სხვა გადასახადის შემცირების გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ გაძვირება უმნიშვნელო იქნება. პარლამენტში ინიცირებული პროექტის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ცვლილებებს აპროტესტებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, რომლებიც საპარლამენტო განხილვებში ჩართვას ითხოვენ.