ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში

საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, პირველი ივლისიდან, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დაიბეგრება 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად არსებული 5%-სა. ნახევარ-მილიონიანი ბრუნვის გადაჭარბების მიუხედავად, პირს მცირე მეწარმის სტატუსი ორი კალენდარული წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება.

ცვლილების თანახმად, მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების მიზეზი აღარ იქნება მეწარმე ფიზიკური პირის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი.